თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 13-14 ივლისს გამართავს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2022 წლის 20 ივნისამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge
იმუშავებს შემდეგი სექციები:
ისტორია
ლიტერატურათმცოდნეობა
თარგმანმცოდნეობა
ენათმეცნიერება
კავკასიოლოგია
ფილოსოფია
კულტურის კვლევები
ეთნოლოგია
არქეოლოგია
ხელოვნებათმცოდნეობა
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.
გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები. მომხსენებლებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
თსუ I კორპუსი, 204-ე ოთახი.